ფეხბურთი

15:14 | 29.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსში" ალეგრის დაბრუნებას განიხილავენ

ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა მასიმილიანო ალეგრი დაბრუნდეს. La Repubblica-ს ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ მაურიციო სარის გამოსაცდელი ვადა მისცა, ხვალ „ინტერთან“ მარცხისა და „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვილის შემთხვევაში პოსტიდან დაითხოვოს.

ალეგრის დაბრუნება დროებით სეზონის ბოლომდე განიხილება, რადგან იტალიელ სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

ზაფხულში კი, „ბებერი ქალბატონი“ პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიდან“ გათავისუფლებას იმედოვნებს და მასზე იერიშს მიიტანს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს ერთქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი „ლიონთან“ 0:1 წააგო.

0.110939