ფეხბურთი

1:49 | 29.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთში წლის ავტოგოლი გავიდა - ფრანგი მეკარის დაუჯერებელი მოქმედება (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ში დიდი ალბათობით, წლის ავტოგოლი გავიდა. „გრენობლის“ მეკარემ ბრის მაბლომ პირდაპირი მნიშვნელობით საოცრება ჩაიდინა.

„კაენთან“ შეხვედრის მე-19 წუთზე 30 წლის ფრანგი კიპერი ხელით ბურთის თანაგუნდელისთვის გადაწოდებას ლამობდა, მაგრამ ბურთზე კონტროლი დაკარგა და საკუთარ კარში შეაგდო.

მიუხედავად მცდელობისა, რომ ავტოგოლს გადარჩენილიყო, ბურთს კარის ხაზის გადაკვეთამდე ვერ მიუსწრო და კაპიტანმა საკუთარი გუნდი დააღალატა. საბოლოოდ თამაში „კაენის“ გამარჯვებით (2:0) დასრულდა.

0.120739