ფეხბურთი

0:24 | 29.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფა ევრო 2020-ის ჩაშლას არ გამორიცხავს

კორონავირუსის საგანგებო მდგომარეობამ უკვე აშკარად იმოქმედა სპორტულ კალენდარზე, განსაკუთრებით ფეხბურთზე. ეპიდემია ევროპის არაერთ ქვეყანაში გავრცელდა და შესაძლოა მასშტაბები უფრო გაიზარდოს.

The Independet-ის ცნობით, უეფას აქტიური კონტაქტები აქვს ძველი კონტინენტის მთავარ მინისტრებთან და ევრო 2020-ის გადადების ან ჩაშლის გეგმას განიხილავენ.

ევრო 2020 12 ივნისს, რომში უნდა დაიწყოს, მაგრამ ტურნირის მასშტაბურობიდან გამომდინარე, რომელიც გულშემატკივრებიანად დაახლოებით 2.5 მილიონ ადამიანს მოიცავს, არაა გამორიცხული ტურნირი არ ჩატარდეს. ამ დროისთვის უეფა განმარტავს, რომ არ არსებობს გადაუდებელი ცვლილებებისა და ზომების მიღების საჭიროება, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება მომდევნო კვირეებში განვითარებულ მოვლენებზე.

ამავდროულად ევროპის უმაღლესი საფეხბურთო ორგანო რჩება მუდმივ კავშირში საერთაშორისო ხელისუფლებასთან და არ გამორიცხავს არცერთი ტიპის სცენარს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111248