ფეხბურთი

0:47 | 29.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა ვარჯიშს მომავალი კვირიდან განაახლებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა ვარჯიშ მომდევნო კვირდან დაიწყებს. აღნიშნულ ინფორმაცია L`Equipe ავრცელებს. ფეხბურთელი შესაძლოა გუნდს 8 მარტს "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ დაეხმაროს ან მისი დაბრუნება 15 მარტამდე გადაიწევს.

პოგბამ ფეხის ტრავმა გასული წლის სექტემბერში მიიღო და სამი კვირა უქმად იყო. დაბრუნების შემდეგ კვლავ მიიღო დაზიანება ფრანგმა და დეკემბრამდე ლაზარეთში იყო, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მიიღო ფეხზე დაზიანება და მიმდინარე წელს მოედანზე არ გასულა. მიმდინარე სეზონში პოგბამ 35 შეხვედრა გამოტოვა.

0.104727