ფეხბურთი

20:36 | 28.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე დე ბრუინი გამოარჩიეს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" შემტევი კევინ დე ბრუინი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ბელგიელმა მოთამაშემ მადრიდის "რეალთან" მოგებული (2:1) მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ერთი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიმდინარე სეზონში დე ბრუინმა ყველა ტურნირზე "ქალაქელების" მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა. "რეალთან" შეხვედრაში კევინმა "სიტის" რიგებში 50-ე გოლი აღნიშნა და ასევე ჩემპიონთა ლიგაზე პირველად შეძლო ერთ შეხვედრაში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება.

0.14947