ფეხბურთი

17:46 | 28.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდიელმა პოლიციელმა მეტოქეს "სელტიკის" კარში გოლის ზეიმის უფლება არ მისცა (+VIDEO)

„კოპენჰაგენმა“ „სელტიკ პარკზე“ „სელტიკი“ 3:1 დაამარცხა და ევროპა ლიგის მერვედფინალში გავიდა. მატჩის მიწურულს დანიელთა ესპანელმა ლეგიონერმა პეპ ბიელმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და იმ ტრიბუნისკენ გაეშურა, სადაც თავისი გუნდის ქომაგები ისხნდნენ.

თუმცა, გზად პოლიციელებმა შეაჩერეს და გოლის აღნიშვნაში ხელი შეუშალეს. მალევე „კოპენჰაგენის“ სხვა ფეხბურთელებიც შეუერთდნენ და სიტუაცია განიმუხტა.

ვიდეოში კი ორი ეპიზოდია: ერთი გუშინდელი თუ როგორ უშლის ზეიმში ხელს პოლიცია მოწინააღმდეგეს, ხოლო მეორე ვიდეოში ჩანს, როგორ აღნიშნავს ფეხბურთელთან ერთად „სელტიკის“ გოლს. როგორც ჩანს, შოტლანდიაში ფეხბურთის სიყვარული სამსახურეობრივ ვალდებულებებს სცდება...

0.1226