უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, შესაბამისად ცნობილია ყველა წყვილი, რომლებიც ევროპის რანგით მეორე საფეხბურთო ტურნირზე პლეი-ოფის მეორე სტადიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
„ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი) – „კოპენჰაგენი“ (დანია)
„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) – „ვულვზი“ (ინგლისი)
„რეინჯერსი“ (შოტლანდია) – „ლევერკუზენი“ (გერმანია)
„ვოლფსბურგი“ (გერმანია) – „შახტარი“ (უკრაინა)
„ინტერი“ (იტალია) – „ხეტაფე“ (ესპანეთი)
„სევილია“ (ესპანეთი) – „რომა“ (იტალია)
„აინტრახტი“ (გერმანია)/“ზალცბურგი“ (ავსტრია) – „ბაზელი“ (შვეიცარია)
„ლასკი“ (ავსტრია) – „მანჩესტერი“ (ინგლისი)
აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის მერედფინალური მატჩები 12 და 19 მარტს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბევრი ნაყარნუყარა გუნდი დარჩა @
და ლასკი ძაან ,მაგარი გუნდია დაიმახსოვრეთ მანჩესტეერს მაგრად გაამწარეებს
დაიცა თქვენ გაცდით უკვე სევილიას? : ))) ნეტა შემხვდეს შენი რომა ამის მერე, 7-1 მონაგონი იქნება : )))
მილანი კი არა შემეშალა ინტერი უნდა დამეწერა
იტალიური ფინალი იქნეება აგერ დაიმახსოვრეთ რომა მილანი იყო ადრეც ფინალში და ეხლაც იქნებიან და მაგარი ფინალიც იქნება ნელ ნელა ისევ აკრიბავს ეხლა...რომ არა ამდენი უამრავი ტრავირებული ბევრად უკეთეს ფორმაში იქნებოდნენ
2 ესპანური, 2 ინგლისური, 3 გერმანული + ბაშაკშეჰირი
იტალიური ?
იტალიურები აუცილებლად, ხეტაფე ინტერს ვერ მოერევა და ამ სევილიას ფინალობანა ამოვიდა ყელში რომა გაივლის მაგ ბარიერს