ფეხბურთი

13:11 | 28.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩესკუ: "მხითარიანი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც მიმუშავია"

გამოცდილი რუმინელი სპეციალისტი მირჩა ლუჩესკუ მიიჩნევს, რომ ჰენრიხ მხითარიანი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელთანაც ოდესმე უმუშავია. ლუჩესკუს აზრით, „რომას“ ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავს და ტრავმებმა მისი კარიერა შეაფერხა.

„მხითარიანი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე გამიწვრთნია. მისი საუკეთესო პოზიცია? გამთამაშებელი. თავიდან 8 ნომრის პოზიციაზე ვათამაშებდი, მაგრამ შემდეგ თავდამსხმელებს უკან დავაყენე და იმ სეზონში 25 გოლი გაიტანა. სერია A-სთვის ის ჩემპიონია და სამწუხაროა, რომ ტრავმები აწუხებს“, - თქვა იტალიურ მედიასთან რუმინელმა.

შეგახსენებთ, მხითარიანი და ლუჩესკუ 2010-2013 წლებში დონეცკის „შახტარში“ ერთად მუშაობდნენ. რუმინელ მწვრთნელს უკრაინული გუნდის გარდა, რომელსაც 12 წელი ავარჯიშებდა, არაერთ გუნდსა თუ ნაკრებში უმუშავია, მათ შორის, „ბეშიქთაშში“, „ბრეშაში“, „ზენიტში“, „ინტერში“, „გალათასარაიში“, რუმინეთისა და თურქეთის ნაკრებებში.

0.120116