ფეხბურთი

20:45 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე და ქვილითაია "რომასთან" ისევ თადარიგში არიან

გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია „რომასთან“ მატჩს სათადარიგო სკამიდან დაიწყებენ. „გენტის“ ძირითადი შემადგენლობა ცნობილია და იეს თორუპის სასტარტო თერთმეტეულში ჩვენებურები არ არიან.

არადა, კვირას ქართველები სასტარტოში იყვნენ „სენტ ტრუიდენთან“ და თავიც კარგად წარმოაჩინეს, მაგრამ როგორც გამოჩნდა, დანიელმა იმ მატჩში უბრალოდ როტაციას მიმართა.

ამრიგად, ჩაკვეტაძის ადგილი ისევ რომან ბეზუსმა, ხოლო ქვილითაიას პოზიცია ლორენ დეპუატრემ დაიკავა.

„გენტი“ (4-3-1-2): კამინსკი; კასტრო-მონტესი, პლასტუნი, ნგადეუ-ნგაჯუი, მოჰამადი; კუმსი, ოვუსუ, ოჯიჯა; ბეზუსი; დეპუატრე, დავიდი

„რომა“ (4-2-3-1): პაუ ლოპესი; სპინაცოლა, სმოლინგი, მანჩინი, კოლაროვი; კრისტანტე, ვერეტუ; პერესი, მხითიარიანი, კლუივერტი; ჯეკო

„გენტი“ – „რომას“ შეხვედრა თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115886