ესპანელ ჟურნალისტს, რომელიც 19 თებერვალს, მილანში „ატალანტა“ – „ვალენსიას“ შეხვედრაზე სტუმრებს ახლდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ Las Provincias-ი იტყობინება.
ვალენსიის საზოგადოების ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ ჟურნალისტი ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში სიპტომებით მოათავსეს და განგაში უსაფუძვლო არ გამოდგა - კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც ვალენსიაში აღნიშნული ინფექცია დადასტურდა. შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსი განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნაწილში ფიქსირდება და უკვე ინფიცირებულია 400-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 14 მათგანი გარდაიცვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პოჩეტინო ძაან მევასება მარა პსჟში აშკარად ვერ მუშაობს კარგად