ფეხბურთი

16:45 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ქომაგს სელფზე უარი უთხრა და თავიდან მოიცილა (ფოტოგალერეა)

„ლიონისა“ და „იუვენტუსის“ მატჩის მიწურულს, მსაჯის კომპენსირებულ დროში მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა და კრიშტიანუ რონალდუსთან სელფის გადაღება სურდა. თუმცა, ოცნება ვერ აიხდინა.

ვინაიდან „იუვე“ მარცხდებოდა, პორტუგალიელის ხასიათიც წამხდარი ჰქონდა და ქომაგის მოედანზე შეჭრით მისი გუნდისთვის ძვირაფი დროც დაიკარგა. ამიტომაც, გაბრაზებულმა რონალდუმ თაყვანისმცემელი თავიდან მოიშორა, შემდეგ კი საქმეში სტიუარდებიც ჩართვნენ და მოედანი დაატოვებინეს.

0.158516