ფეხბურთი

15:53 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბექემი: „სულშერი „მანჩესტერში“ წარმატებით მუშაობს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, დევიდ ბექემმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ულე-გუნარ სულშერის შესახებ.

„ვფიქრობ, სულშერი წარმატებით მუშაობს. ის ყოველდღე იზრდება. ულე პოზიტიურად საუბრობს საკუთარ ფეხბურთელებზე. ეს მან სერ ალექს ფერგიუსონისგან ისწავლა, რომელიც თავის მოთამაშეებზე საჯაროდ აუგს არასოდეს იტყოდა.

სულშერი კვლავაც გააგრძელებს სწავლას. გულშემატკივები მხარს უჭერინ მას, რადგან კარგი ადამიანია.

მიჭირს თუ არა დღევანდელი „მანჩესტერის“ ცქერა? არა, მე ხომ გუნდის ჭეშმარიტი ქომაგი ვარ და ყველა სიტუაციაში სიამოვნებით ვუცქერ მათ თამაშებს. ვიმედოვნებ, რომ ძნელი პერიოდი მალე დამთავრდება, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია.“ - ციტირებს ბექემის სიტყვებს Sky Sports.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122647