ფეხბურთი

12:44 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების მეტოქემ მეორე ამხანაგური შეხვედრაც მოგებით დაასრულა (+VIDEO)

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალმა მეტოქე ბელარუსმა მეორე ამხანაგური მატჩიც მოიგო. მიხეილ მარხელის გუნდი სოფიაში საკმაოდ ძლიერ ბულგარეთს შეხვდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ბულგარელები მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და არაერთი სახიფათო მომენტიც შექმდენს, თუმცა ბელარუსის მეკარე კარგად თამაშობდა და კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

მატჩის ერთადერთი გოლი დმიტრო პოდსტრელოვმა მე-15 წუთზე გაიტანა და როგორც გაირკვა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე „ბელარუსმა“ ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ორივე მათგანში გამარჯვება მოიპოვა. „ჯვაროსნების“ მომავალმა მეტოქემ პირველ შეხვედრაში უზბეკეთს ასევე 1:0 სძლია. უშუალოდ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი კი 26 მარტს, „დინამო არენაზე“, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

0.122112