ფეხბურთი

10:25 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ახლა ყველაფერი მარტივადაა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხი (1:2) კონცენტრაციის დაკარგვას დააბრალა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ახლა საპასუხო მატჩის წინ ყველაფერი უფრო მარტივადაა, ვიდრე მადრიდულ თამაშამდე იყო.

„არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ თამაშს დასრულებამდე 10 წუთით ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო. დავუშვით შეცდომები, რის გამოც დავისაჯეთ.

კონცენტრაცია 90 წუთი უნდა შეგვენარჩუნებინა, განსაკუთრებით ისეთ გუნდთან, როგორიც „სიტია“. ვიცით, რომ ეს დაპირისპირების მხოლოდ ნახევარი იყო, ახლა ყველაფერი მარტივადაა - უნდა ჩავიდეთ მანჩესტერში და იქ გავიმარჯვოთ“, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტი“ – „რეალის“ საპასუხო შეხვედრა 17 მარტს, „ეტიჰად სთედიუმზე“ შედგება. აქვე გეტყვით, რომ ეს ამ გუნდების მეხუთე მატჩი იყო და ინგლისელებმა პირველად მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101236