„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. Opta-ს ინფორმაციით, ესპანელმა სპეციალისტმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის პლეი-ოფის სტადიაზე 28-ე თამაში მოიგო, რაც სარეკორდო ნიშნულია.
პეპმა ჟოზე მოურინიოს, კარლო ანჩელოტისა და სერ ალექს ფერგიუსონს გადაასწრო, რომელთა აქტივში 27-27 გამარჯვებაა.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდში „რეალს“ 2:1 აჯობა და „სამეფო კლუბი“ ისტორიაში პირველად დაამარცხა, მეოთხედფინალს კი ძალიან მიუახლოვდა.