ფეხბურთი

22:39 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ლევანდოვსკი დაკარგა

მიუნხენის „ბაიერნმა“ საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი მოისაკლისა. როგორც „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდი იტყობინება, პოლონელმა თავდამსხმელმა „ჩელსისთან“ მატჩი მუხლი დაიზიანა.

ლევანდოვსკი 10 დღეში სარეაბილიტაციო პერიოდს დაიწყებს, ხოლო უქმობა სავარაუდოდ 4 კვირის განმავლობაში მოუწევს.

აქვე გეტყვით, რომ ლევანდოვსკის მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 33 შეხვედრაში 39 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111732