ფამაგუსტას „ანორთოსისი“ კვიპროსის თასის ნახევარფინალში გავიდა. თემურ ქეცბაიას გუნდმა „ნეა სალამინა“ მისსავე მოედანზე 2:0 დაამარცხა და ვინაიდან შინ ფრე 1:1 ჰქონდა ნათამაშები, მომდევნო ეტაპზე გავიდა.
გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ჯანო ანანიძე თადარიგში დარჩა, ხოლო ნიკა კაჭარავა განაცხადში არ ყოფილა.
ანგარიში მესამე წუთზე მიხალ დურისმა გახსნა, 85-ე წუთზე კი თავი ოქრიაშვილმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ფამაგუსტელთა მეტოქე ნახევარფინალში.