ჩოგბურთი

19:37 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილისთვის დუბაი 40 წუთში დასრულდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის საჩოგბურთო ტურნირს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი გუშინ რიკარდას ბერანკისთან მძიმე გამარჯვების შემდეგ, მერვედფინალში დღეს იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდა, თუმცა წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

შეხვედრა მხოლოდ 40 წუთი გაგრძელდა. პირველი სეტი გერმანელმა 19 წუთში 6:1 მოიგო, ხოლო მეორე სეტის 6:0 გამარჯვებას 21 წუთი მოანდომა.

მოკლედ, ნიკოლოზი უშანსოდ დამარცხდა და ასპარეზობა დაასრულა. შარშან ბასილაშვილმა დუბაიში ორი წრე გაიარა, წელს მხოლოდ ერთი და შესაბამისად, სარეიტინგო ქულები ვერ დაიცვა.

იან-ლენარდ შტრუფი - ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:0 (6:1, 6:0)

0.115465