ფეხბურთი

21:33 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ვერნერს 2025 წლამდე შესთავაზებს კონტრაქტს

„ლაიპციგის“ შემტევი, ტიმო ვერნერი, სულ უფრო უახლოვდება მერსისაიდულ კლუბს. La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა თავის ტვიტერის გვერდზე წერს, რომ „ლივერპული“ გერმანელ ფეხბურთელს 2024-25 წლების ბოლომდე სთავაზობს კონტრაქტს, წელიწადში 8 მილიონიანი ანაზღაურებით, პლუს ბონუსები. კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და როგორც ჩანს, მალე წარმატებით დასრულდება.

წყაროს ცნობით, „ლივერპული“ ვერნერში 58 მილიონ გირვანქას იხდის, თუმცა ინგლისურმა კლუბმა ეს აპრილამდე უნდა მოასწროს, თორემ ზაფხულისთვის თანხა გაიზრდება.

მიმდინარე სეზონში, გერმანულ ბუნდესლიგაში, ვერნერმა „ლაიპციგის“ მაისურით 23 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 21 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასით გამოირჩა.

0.11461