ფეხბურთი

17:11 | 26.02.2020 | ნანახია 693 - ჯერ

წითელი ლონდონი და გერმანული კლუბების რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი გერმანული გუნდებისთვის მეტად წარმატებული გამოდგა. ბუნდესლიგის სამივე წარმომადგენელმა გამარჯვება მოიპოვა და ორი მეოთხედფინალში პრაქტიკულად გასულია.

„დორტმუნდმა“ შინ პსჟ-ს 2:1 აჯობა, „ლაიფციგმა“ ლონდონში „ტოტენჰემს“ 1:0 მოუგო, ხოლო „ბაიერნმა“ ასევე ლონდონში „ჩელსი“ 3:0 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მერვედფინალურ ეტაპზე გერმანულმა გუნდებმა ყველა მატჩი მოიგეს - 3 თამაში, 3 გამარჯვება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მიუნხენის „ბაიერნი“. „რეკორდმაისტერმა“ მარტო მიმდინარე სეზონში ლონდონში 10 გოლი გაიტანა. ჯგუფურ ეტაპზე „ტოტენჰემი“ 7:2 გააცამტვერა, ხოლო ახლა „ჩელსისაც“ თითქმის ნაკლები დღე არ აწია. არცთუ ისე შორეულ წარსულში კიდევ ერთ ლონდონურ გუნდს, „არსენალს“ 5:1 მოუგო.

ზოგადად, ინგლისში მიუნხენური გიგანტი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. 2013 წლიდან „ბაიერნმა“ ინგლისში ოთხი სხვადასხვა გუნდის კარში მოახერხა 3 და მეტი გოლის გატანა. ორჯერ „არსენალთან“, თითოჯერ „მანჩესტერ სიტისთან“, „ტოტენჰემთან“ და „ჩელსისთან“.

სერჟ გნაბრიმ კი, მიმდინარე სეზონში ლონდონში „ტოტენჰემს“ ოთხი, ხოლო „ჩელსის“ ორი გოლი გაუტანა. 6 გოლი 2 მატჩში, ფანტასტიკური შედეგია.

ალბათ, ხშირად გსმენიათ დავა იმის შესახებ რა ფერისაა ლონდონი - წითელი („არსენალი“), ლურჯი („ჩელსი“) თუ თეთრი („ტოტენჰემი“). ალბათ წითელია, ოღონდ არა „არსენალის“, არამედ „ბაიერნის“ გამო. გნაბრიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ ტვიტერში დაწერა კიდეც, რომ ლონდონი წითელია, ძნელი მისახვედრი არაა აღნიშნული მესიჯის არსი...


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:16 | 26.02.2020
barca 4 - ever (2051)

ათრიეს კგბ-ს ნაბი..რები.

20:20 | 26.02.2020
fidofido (3392)

გნაბრის ასეთი რა ასწავლა არსენამ რომ არსენალის მტრებს დაერია ალბათ პრემიას ურიცხავს არსენალი თითო გატანილზე

18:35 | 26.02.2020
ბაბუ პერესი (16691)

ჯანმრთელი სანე რომ დაეთრია ბავარიას სანე-გნაბრი-ლევანდოვსკის ტრიო ნაღდი კანტროლკა იქნებოდა ყველა გუნდის დაცვისთვის.ფურცელზე იდეალური შემტევი ტრიოა

18:32 | 26.02.2020
ბაბუ პერესი (16691)

გნაბრის ერთი ქუჩის სახელი მაინც ეკუთვნის ლონდონში,კაცი ორჯერ ჩავიდა 6 გოლი გაიტანა)))))

18:51 | 26.02.2020
O. Mertskhali (8101)

..თან, სხვაგან, არსად აქვს განატანი DD

17:42 | 26.02.2020
bavaria-munchen5 (1844)

ლონდონი წითელია დაიმონა ბაიერნმა ყველა

18:31 | 26.02.2020
ბაბუ პერესი (16691)

არადა რა დავა მიდის ხოლმე ლონდონზე,ზოგი ამბობს ლონდონი ლურჯიაო(ჩელსის ფანები),ზოგი თეთრიაო(ტოტენჰემის ფანები),სინამდვილეში კი წითელი ყოფილა))))))

03:16 | 27.02.2020
aulol besoi (1291)

მაგრა გაუმართლა არსენალს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117077
სარეკლამო ადგილი - 99
X x X