ფეხბურთი

15:51 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ვიცე-პრეზიდენტმა ევრო 2020-ის გაუქმება ან გადადება არ გამორიცხა

უეფას ვიცე-პრეზიდენტმა, მიშელ უვამ, განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო, გამორიცხული არ არის ევრო 2020 გაუქმდეს ან გადაიდოს.

„ყურადღებით ვაკვირდებით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ფეხბურთი სიტუაციას უნდა ერგებოდეს. ყველაფრის მიუხედავად, ვცდილობთ ტურნირები არ შევაჩეროთ. მაგრამ თუ კორონავირუსის გამო ვითარება უფრო გართულდა, სხვა გზა აღარ გვექნება, მოგვიწევს მატჩების და ტურნირების გაუქმება ან გადადება.“ - ციტირებს უვას სიტყვებს Sport Finding.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 ამ ზაფხულს 11 ქვეყნის 12 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება. ტურნირი 12 ივნისს დაიწყება, ფინალური მატჩი კი 12 ივლისს, ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება.

თეგებიუეფაევრო 2020
0.116179