კალათბურთი

11:38 | 26.02.2020 | ნანახია NaN - ჯერ

ლიდერებმა იმარჯვეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.

"ლეიკერსმა" შინ "ნიუ ორლეანი" 118:109 დაამარცხა. ძირითადად ანგარიშით წინ ლოს ანჯელესელები იყვნენ. მეოთხე პერიოდში "ნიუ ორლეანმა" ანგარიში გაათანარბა, ეს იყო და ეს რაც მოახერხეს. საოცარი შეხვედრა ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც გუნდს 40 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი შესძინა. ინგრამს 34 ქულა ჰქონდა. ზაიონ უილიამსმა 29 ქულა მიითვალა. ენტონი დევისმა ორმაგი დუბლი გაიფორმა 21 ქულა და 14 მოხსნა. "ლეიკერსი" 44 მოგებით და 12 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
"მილოუკმა" გასვლაზე "ტორონტოს" 108:97 აჯობა. შეხვედრაში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ვისკონსინელებმა 34:19 მოიგეს. მიდელტონმა 22 ქულა ჩააგდო, ამდენივე ქულა პასკალ სიაკამმა მიითვალა. იანის ადეტოკუმპოს 18 ქულა, 17 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა. "მილოუკი" 50 მოგებით და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

"ინდიანა" - "შარლოტ ჰორნეტსი" 119:80 (35:25, 34:19, 25:11, 25:25)
https://www.youtube.com/watch?v=CWbF7E1_Bkc

"ტორონტო" - "მილოუკი" 97:108 (27:25, 25:25, 19:34, 26:24)
https://www.youtube.com/watch?v=I9Vt0rbyTK0

"ჩიკაგო" - "ოკლაჰომა" 122:124 (28:36, 27:36, 38:19, 29:33)
https://www.youtube.com/watch?v=FOu0XaUbSgo

"დენვერი" - "დეტროიტი" 115:98 (29:23, 30:23, 23:26, 33:26)
https://www.youtube.com/watch?v=mvYWc3WSaDI

"ლეიკერსი" - "ნიუ ორლეანი" 118:109 (30:26, 34:32, 24:28, 30:23)
https://www.youtube.com/watch?v=bsbSreJGfi4

"პორტლენდი" - "ბოსტონი" 106:118 (24:28, 24:28, 22:29, 36:33)
https://www.youtube.com/watch?v=wfLR8YGj5x8

"გოლდენ სტეიტი" - "საკრამენტო" 94:112 (22:33, 21:22, 30:26, 21:31)
https://www.youtube.com/watch?v=DSH98LrOJ88


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:42 | 28.12.2013
kobsona (1)

სანამ რახაცას დაცერთ იმპორმაცია ბოლომდე უნდა ქონდეს მოპოვებული 03:17 წუთი იმიტომ ითამაშა რო ტრავა მიიღო და დაახლოებიტ ერთი თვე ვერ ითამაშებს
იმპორმაციას სანამ მიაწვდით ხალხს კეთილი ინებეთ და ბოლომდე გაერკვიეთ თემაში

13:16 | 23.12.2013
jokua (3910)

01:41 | 23.12.2013
NGoLo KaNte (36472)

)

01:31 | 23.12.2013
NGoLo KaNte (36472)

)

01:24 | 23.12.2013
NGoLo KaNte (36472)

)

01:05 | 23.12.2013
NGoLo KaNte (36472)

)

00:12 | 23.12.2013
NGoLo KaNte (36472)

)

23:56 | 22.12.2013
NGoLo KaNte (36472)

)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063036
სარეკლამო ადგილი - 99
X x X