ფეხბურთი

21:01 | 25.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "არ მჯერა, რომ "სიტის" რეკორდი გავიმეორეთ"

ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" 3:2 დაამარცხა, რითაც "სიტის" რეკორდი (ზედიზედ 18 მოგებული შეხვედრა) გაიმეორა. მატჩის შემდეგ "მერსისაიდელთა" თავკაცმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა.

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ "სიტის" რეკორდს გავიმეორებდით, ახლა ეს მოხდა, მაგრამ არ მჯერა. ყველამ ვცით, რომ ეს სერიოზული ციფრებია და სტატისტიკა ბევრს ამბობს. სეზონის დასაწყისში ვთქვით, რომ ჩვენ ისტორიის დაწერა გვსურდა და ასეც ვიქცევით. მართლად განსაკუთრებული მიღწევაა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო ბევრი მოგებები გვქონდეს"- განაცხადა კლოპმა.

"ლივერპულმა" პრემიერლიგაში 26 შეხვედრა მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და არც ერთი არ წაუგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111076