ფეხბურთი

15:49 | 25.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - ბელარუსი: დარჩა 5%

საქართველო - ბელარუსის მატჩამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა, მაგრამ თითქმის აღარ დარჩა ბილეთები. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, ამ დროისთვის ბილეთების 95% რეალიზებულია.

დარჩენილი მცირე რაოდენობა კი, „დინამო არენას“ სალაროებსა და ვებგვერდ Tkt.ge-ზე იყიდება.

ბილეთების ფასი, 5, 10, 15 და 25 ლარია. შეგახსენებთ, რომ საქართველო - ბელარუსის მატჩი 26 მარტს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება.

0.115405