ფეხბურთი

15:15 | 25.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ შეხვედრაში "ჩელსი" "ბაიერნს" დაუპირისპირდება, "არისტოკრატთა" თავკაცმა ფრენკ ლამპარდმა მატჩის შესახებ ისაუბრა.

"ორმატჩიან დუელში კონცენტრაცია გადამწყვეტი იქნება. მეტოქედაგან ყველაზე დიდი საფრთხე რობერტ ლევანდოვსკისგან მოდის, რომელიც ბოლო წლებია ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. თუმცა სხვა მოთამაშეებსაც უნდა ვუფრთხოდეთ. "ბაიერნის" ბევრი შეხვედრა მაქვს ნანახი, ტოპ გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ისინი ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან. თამამად უნდა შევუტიოთ, მაგრამ დაცვაშიც ყურადღებით უნდა ვიყოთ"- განაცხადა ლამპარდმა.

"ჩელსი" "ბაიერნის" დაპირისპირება დღეს ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113451