კალათბურთი

13:31 | 25.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია სეზონის ყველაზე სანახაობრივი მოთამაშის კანდიდატთა სამეულშია (+VIDEO)

თორნიკე შენგელია მორიგი აღიარების მოლოდინშია. ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა სეზონის ყველაზე სანახაობრივი მოთამაშის პრიზის კანდიდატთა სამეული დაასახელა, რომელთა შორის ბასკონიას ქართველი კაპიტანიც მოხვდა.

ქართველ კალათბურთელის აქტივში 21 ქულაა და მხოლოდ „ბილბაოს“ ცენტრ ბენ ლამერსსა და "უნიკახას" გამთამაშებელ ჯოშ ადამსს ჩამორჩება, რომელსაც 33 ქულა აქვს.

შეგახსენებთ, რომ შენგელია მიმდინარე სეზონის სტატისტიკურ ლიდერთა შორის იმყოფება. სარგებლიანობის 18.6 კოეფიციენტით კი მე-4 ადგილზეა. აღსანიშნავა ისიც, რომ ამ კომპონენტში მეორე ადგილზე კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინია. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 24.3-ს შეადგენს.

პრესტიჟული ჯილდოს მფლობელის ვინაობა სეზონის ბოლოს გაირკვევა.

0.112345