ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე ტურნირზე პირველ შეხვედრას დღეს ჩაატარებს. მისი მეტოქე ლიეტუველი რიკარდას ბერანკისი იქნება, რომელსაც აქამდე 2-ჯერ შეხვედრია და ორივე მატჩში დამარცხდა.
საქართველოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს დუბაიში 90 ქულის დაცვა მოუწევს, რადგან ნიკამ გასულ წელს აღნიშნულ ტურნირზე 2 ეტაპი გადალახა. პირველ წრეში ბასილაშვილმა კარენ ხაჩანოვს 2 სეტში აჯობა, შემდეგ კი რობერტო ბაუტისტა აგუტი 6:7, 6:4, 6:3 დაამარცხა. თავად კი ბორნა ჩორიჩთან წააგო.
ტურნირი 24 თებერვალს დაიწყო და 29 თებევალს დასრულდება. საპრიზო ფონდი კი 2 მილიონ 950 ათას 420 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ბასილაშვილისა და ბერანსკის დაპირისპირება თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.