ფეხბურთი

2:23 | 25.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ „სიტის“ რეკორდი გაიმეორა

პრემიერლიგის 27-ე ტურის დასკვნით მატჩში, ლიდერი „ლივერპული“ აუტსაიდერ „ვესტ ჰემს“ მასპინძლობდა და გაჭირვებით მოიგო 3:2. ეს იურგენ კლოპის გუნდის ზედიზედ მე-18 გამარჯვება გახლდათ მიმდინარე სეზონში და ამ მაჩვენებლით მათ „მანჩესტერ სიტის“ მიერ 2017 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორეს.

ჯამში კი „წითლებს“ 44 წაუგებელი მატჩი დაუგროვდათ და „არსენალის“ რეკორდამდე 5 შეხვედრა დარჩათ . 2003-04 სეზონში „მეთოფეებმა“ 49-შეხვედრიანი დაუმარცხებელი სერია გამოაცხვეს.

ახლა მერსისაიდელებს ტიტულის ოფიციალურად გასაფორმებლად 4 მოგებაღა სჭირდებათ.

„ვესტ ჰემთან“ შეხვედრა კი ძალიან დაძაბული გამოდგა. მართალია, მასპინძლებმა მალევე გახსნეს ანგარიში, მაგრამ ლონდონელებმა უმალ უპასუხეს და მერე წინაც გავიდნენ. „ენფილდზე“ ვითარება დაიძაბა და ასე გაგრძელდა ბოლო წამებამდე. „ლივერპული“ გააფთრებით უტევდა და ამან შედეგი გამოიღო. ჯერ სალაჰმა გაათანაბრა, სტუმართა მეკარე ფაბიანსკის უხეში შეცდომის კვალად (ბურთი ფეხებს შუა გაუძვრა), ბოლოსკენ კი მანემ გაიტანა გამარჯვებისა.

ახლა ლიდერი „ლივერპული“ უშუალო კონკურენტ „სიტის“ 22 ქულით უსწრებს.

ინგლისი

პრემიერლიგა. 27 ტური. 24 თებერვალი

ლივერპული - ვესტ ჰემი 3:2

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 313

1:0 ვეინალდუმი (9), 1:1 დიოპი (12), 1:2 ფორნალსი (54), 2:2 სალაჰი (68), 3:2 მანე (81)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი, კეიტა (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 57), მანე (მატიპი 90+1), სალაჰი, ფირმინო

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, ნგაკია, ოგბონა, დიოპი, კრესუელი, რაისი, ნოუბლი, სოუჩეკი (ფორნალსი 47), ანდერსონი (ალე 65), სნოდგრასი (ბოუენი 84), ანტონიო

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: რაისი (51), დიოპი (66), ნოუბლი (80)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105803