კალათბურთი

0:32 | 25.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვანესა ბრაიანტი: "ღმერთმა იცოდა, რომ კობი და ჯანა ერთად უნდა წაეყვანა"

ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ საშინაო დარბაზ „სტეიპლს ცენტრში“ კობი და ჯანა ბრაიანტების ცხოვრება გაიხსენეს. ლეგენდარული კალათბურთელისა და მისი შვილის ტრაგიკული სიკვიდლიდან ერთი თვის შემდეგ საზოგადოების წინაშე საჯაროდ პირველად წარსდგა ვანესა ბრაიანტი - კობის ქვრივი.

ვანესას განცხადებით, ღმერმა იცოდა, რომ ისინი ერთად უნდა წაეყვანა და ცრემლები ვერ შეიკავა:

„ღმერთმა იცოდა, რომ ამ მიწაზე ერთი მეორის გარეშე არ უნდა დაეტოვებინა. უნდა წაეყვანა სახლში ორივე ერთად. კობი, ახლა შენ იზრუნე ჯიჯიზე, მე კი ჩვენს დანარჩენ შვილებზე ვიზრუნებ, გახსოვდეს, რომ ისევ საუკეთესო გუნდი ვართ. ძალიან გვენატრებით კობი და ჯიჯი, მშვიდობით განისვენეთ, ერთ დღეს შევხვდებით, ძალიან გვიყვარხართ და გვენატრებით სამუდამოდ“, - თქვა ვანესა ბრაიანტმა.

აღსანიშნავია, რომ ვანესას სპეციალური სცენიდან ჩამოსავლაში კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანი დაეხმარა. შეგახსენებთ, კობი ბრაიანტი, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი 27 იანვარს, ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130244