ფეხბურთი

0:05 | 25.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეტიენი: "მე და გატუზო ვცდილობთ ჩვენს გუნდებს ჩვინივე ხელწერა დავატყოთ"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა სპეციალისტმა მისი კოლეგა ჯენარო გატუზო შეაქო, ლიონელ მესისა და დიეგო მარადონას არჩევანი ადვილად გააკეთა.

„მე და რინო (გატუზო - რედ) ვცდილობთ გუნდს ჩვენი ბეჭედი დავატყოთ, ჩვენი ხელწერა და ფეხბურთელებს გადავცეთ ის კონცეფციები, რაც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო და შესანიშნავი მწვრთნელია.

მესი თუ მარადონა? ყველა მათგანი თავის კონტექსტში რჩება. ლეო 15 წელია თამაშობს ამ დონეზე და ეს არის სხვაობა დანარჩენ მოთამაშეებთან, სხვებს არ აქვთ მესისნაირის სტაბილურობა“, - თქვა სეტიენმა.

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა 25 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116387