ფეხბურთი

22:25 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ახალი გენერალური სპონსორი ეყოლება

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი გენერალური სპონსორი ეყოლება. ამის შესახებ კლუბმა დღეს ოფიციალურად დააანონსა. უფრო მეტი კონკრეტული დეტალები ხვალ გახდება ცნობილი.

ქუთათურთა ახალი მფლობელი ფაბიო მანინო პრესკონფერენციას გამართავს, სადაც გენერალური სპონსორის გარდა, ეკიპირების, ფან-შოპის, ავტობუსის, განახლებული ვებგვერდისა და ზოგადად გუნდში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრებს.

ფაბიო მანინოს პრესკონფერენცია 25 თებერვალს, 14:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113391