იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რიკიშები ჰარუ ბაშოზე იასპარეზებენ.
ქართველმა სუმოისტებმა რეიტინგში რეგრესი განიცადეს. ლევან გორგაძე 3 საფეხურით დაქვეითდა და მარტში გასამართ ბაშოზე მე-9 მაეგაშირა იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ სუმოისტებთან მოუწევს დაპირისპირება.
რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, გაგამარუ 35 საფეხურით დაქვეითდა და დასავლეთის 44-ე ნომერია. გაგას მუხლის ტრავმა აწუხებს და შესაძლოა ვერც ჰარუ ბაშოზე იასპარეზოს.