ფეხბურთი

15:46 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: "იმედია გოლი ნდობის დაბრუნებაში დამეხმარება"

ბელგიური „გენტის“ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ „სენტ ტრუიდენთან“ (4:1) გამარჯვებისა და გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველმა ფორვარდმა იმედი გამოთქვა, რომ ეს გოლი ნდობის დაბრუნებაში დაეხმარება.

„რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ გოლით. თავიდან ბევრი შანსი არ მქონია, რთული პერიოდი გავიარე, რადგან როდესაც თავდამსხმელი გოლს ვერ იტანს, ნდობაც ნაკლებია. იმედი მაქვს, ამ გოლით ეს ნდობა დაბრუნდება. კუმსის პასი ძალიან კარგი იყო, ავხტი და თავი დავარტყი. ადვილი არ ყოფილა, მაგრამ სვენის მადლიერი ვარ.

პენალტი? მცველმა შეცდომა დაუშვა და ყველაფერი კარგად გამოვიდა. 1:0-ის შემდეგ ჩვენთვის თამაში უფრო ადვილი გახდა. 25 წუთის შემდეგ 3:0-ს ვიგებდით, გუნდმა ფანტასტიკურად ითამაშა და შესაბამისად, ვულოცავ ყველას სამ ქულას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - თქვა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, გიორგიმ ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11879