კალათბურთი

10:25 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გურასპაული: "შეუძლებელი შევძელით"

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა სერბეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების (94:90) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქართველომ შეუძლებელი შეძლო.

„ემოციები გვქონდა და ახლა უბრალოდ აღარ არის. უბედნიერესი ვართ, რადგან შევძელით ის, რაც შეუძლებელი ჩანდა, მოვუგებთ სერბეთს სერბეთში და რაც მთავარია, ახალგაზრდა მოთამაშეებით მოვუგეთ, ისინიც იყვნენ მოედანზე. დიდი მადლობა ყველას, ვისაც გაუხარდა, ვულოცავ სრულიად საქართველოს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ის, რაც პირველი თამაშის შემდეგ იყო, ნიშნის მოგებით საუბარი, რაზეც არ გავამახვილეთ ყურადღება, გვერდზე გადავდოთ. დავუდგეთ ყველა ეროვნული ნაკრებს გვერდში და ყველამ ერთად მივაღწიოთ იმას, რომ 2021 წელს ასეთი გამარჯვებები უფრო მრავალი იყოს და მივაღწიოთ იმ შედეგს, რისთვის საქართველოს ნაკრებს ჯერ არ მიუღწევია“, - თქვა გურასპაულმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჯგუფს, საიდანაც ისედაც გასულია, ორი გამარჯვებით ლიდერობს. მომდევნო მატჩს კი, 27 ნოემბერს, ფინეთთან სტუმრად ჩაატარებს.

0.118035