ფეხბურთი

12:45 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავანის 200 და ნეიმარი წითელი ბარათი (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ში პსჟ-მ „ბორდოს“ მძიმე ბრძოლაში 4:3 მოუგო. საერთოდ, ტომას ტუხელის გუნდი ბოლო ხანს დაეჩვია მხიარულ მატჩებს და წინა ტურში „ამიენთან“ ფრედ, 4:4 ითამაშა შედარებისთვის.

„ბორდოსთან“ კი, ერთი გოლი ედინსონ კავანიმ გაიტანა, რომელიც მის პარიზულ კარიერაში საიუბილეო, მე-200 გამოდგა. ურუგვაელმა ამ ნიშნულამდე მისვლას 298 თამაში მოანდომა. „მატადორმა“ 138 ლიგა 1-ში გაიტანა, 30 ჩემპიონთა ლიგაზე, 32 კი სათასო ტურნირებში.

ამ შეხვედრაში კიდევ ერთი გამოსარჩევი ამბავი მოხდა. ბრაზილიელმა ნეიმარმა ორი ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო.

თეგებიპსჟ
0.131391