ფეხბურთი

2:50 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსი და სანახევრო ტური

იტალიის სერია A-ს XXV ტური არასრული გამოდგა, კორონავირუსმა კვირას გასამართ მატჩთა უმეტესობა შეიწირა, რომლებიც დაუდგენელი ვადით გადაიდო.

მხოლოდ ორი მატჩი გაიმართა, რომაული გუნდების მონაწილეობით. თავდაპირველად ჩემპიონობისთვის მებრძოლი „ლაციო“ გენუაში „ჯენოას“ ესტუმრა და 3:2 მოიგო. სიმონე ინძაგის გუნდი ტემპს არ აგდებს და „იუვენტუსს“ ქულა-ქულაში მისდევს.

„არწივები“ სწრაფადვე ადამ მარუშიჩმა დააწინაურა, რასაც მეორე ტაიმში ჩირო იმმობილეს გოლი მოჰყვა. ბომბარდირმა ისევ გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს მიახლოვების შანსი არ მისცა. უსაქმოდ თავის მხრივ არც „ჯენოა“ ყოფილა, რომელმაც სკუდეტოსკენ შემართულ მეტოქეს ორი გოლი გაუტანა, მაგრამ დანილო კატალდიმ თანაგუნდელთა მონაგარს ულამაზესი ჯარიმაც დაამატა და რომაელებმა იმარჯვეს. სხვათა შორის, „ლაციომ“ მიმდინარე სეზონში 10-ჯერ მოახერხა თამაშში მინიმუმ 3 გოლის გატანა და ასეთი შედეგი არცერთ სხვა იტალიურ გუნდს არ აქვს.“იუვენტუსთან“ ჩამორჩენა კი, ისევ ერთი ქულაა და ნანატრი სკუდეტო მეტად რეალურია.

სკუდეტოსთვის ვერ იბრძვის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების იმედი აქვს „რომას“, რომელმაც წარუმატებელ სერიას როგორც იქნა, წერტილი დაუსვა და შინ „ლეჩე“ გაანადგურა. პაულუ ფონსეკას გუნდს პრობლემა არ შექნია და მართლაც ადვილად მოიგო (4:0), თუმცა ცხადია, საზომად „ლეჩე“ ვერ გამოდგება.

ტურის ოთხი მატჩი, „ატალანტა“ – „სასუოლო“, „ვერონა“ – „კალიარი“, „ტორინო“ – „პარმა“ და „ინტერი“ – „სამპდორია“ გადაიდო. იმ რეგიონებში დაგეგმილი მატჩები, სადაც კორონავირუსის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა - ლომბარდია, ვენეტო, პიემონტი. ჯერჯერობით გაურკვეველია როდის გაიმართება ეს შეხვდერები, ეგ კი არა, ქვეყნის პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადებით, არაა გამორიცხული მომდევნო ტურიც გადაიდოს. მოკლედ, იტალიაში ახლა ფეხბურთისთვის ნაკლებად სცხელათ და მეტად სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან.

„ჯენოა“ – „ლაციო“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 მარუშიჩი (2), 0:2 იმმობილე (51), 1:2 კასატა (57), 1:3 კატალდი (71), 2:3 კრიშიტო (89, პენ)

„რომა“ – „ლეჩე“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჯენგიზ იუნდერი (13), 2:0 მხითარიანი (37), 3:0 ჯეკო (69), 4:0 კოლაროვი (80)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.195704