ფეხბურთი

2:12 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკო“ გადარჩა

შუა კვირაში ხულენ ლოპოტეგისა და ხოსე ბორდალასის გუნდებს ერთობ შრომატევადი მატჩები ჰქონდათ ევროპა ლიგაში. „ხეტაფემ“ ივაჟკაცა და „აიაქსი“ დაამარცხა. „სევილიამ“ კი რუმინეთში ვერ გაიმარჯვა, საერთოდ, ანდალუზიურ გუნდს აქამდე ზდიზედ ხუთ შეხვედრაში ვერ მოეგო. თუმცა, უშუალო მატჩში სევილიელები უფრო დასვენებულები ჩანდნენ. თუ შეიძლება ასე ითქვას „ხეტაფესთან“ მიმართებაში, რომელიც სიმეონეს „ატლეტიკოსი“ არ იყოს, თავის გარშემო ყველაფერს ახმობს და აშრობს.

პირველი ნახევარი სახიფათო მომენტების გარეშე მიილია. თუმცა, ერთი გოლი მაინც გავიდა, მასპინძლები ტაიმის მიწურულს ოკამპოსმა დაამწუხრა. მეორე ტაიმში კი ფერნანდომ და კუნდემ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მსაჯმა ჯამში 10 ფეხბურთელი გააფრთხილა, მათგან შვიდი ხეტაფელი.

ამ გამარჯვებით „სევილიამ“ „ხეტაფეს“ ცხრილში მესამე ადგილი წაართვა, თუმცა გვიანმა მატჩმა ყველაფერი შეცვალა. „ატლეტიკო“ შინ პირველი ტაიმის ბოლომდე აგებდა „ვილიარეალთან“ და თამაში ასე რომ დამთავრებულიყო, ბოლოდროინდელი ჩავარდნის გათვალისწინებით, სიმეონეს პოზიცია კიდევ უფრო შეირყეოდა, მაგრამ გადარჩნენ. 3:1 გაიმარჯვეს და მესამე საფეხურზე დაბრუნგნენ. მეოთხეზე „სევილიაა,“ „ხეტაფე“ კი საუკეთესო ოთხეულს მიღმა დარჩა.

ესპანეთი

პრიმერა. 25 ტური. 23 თებერვალი

ატლეტიკო - ვილიარეალი 3:1

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 54 462

0:1 ალკასერი (16), 1:1 კორეა (40), 2:1 კოკე (64), 3:1 ფელიში (74)

ატლეტიკო: ობლაკი, ლოდი, ფელიპე, სავიჩი, ვრსალკო (ტრიპიერი 58), ვიტოლო (ფელიში 57), საული, ტომასი, კოკე, კორეა, მორატა (ლიორენტე 83)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვილიარეალი: ასენხო, მორენო, ალბიოლი, ტორესი, პენია, ტრიგეროსი, იბორა (ონტივეროსი 75), გომესი (ზამბო-ანგისა 84), კასორლა, მორენო (ჩუკვეზე 64), ალკასერი

მწვრთნელი: ხავი კალიეხა

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გაფრთხილება: საული (61), ფელიში (90); პენია (25)

ხეტაფე - სევილია 0:3

ხეტაფე. „კოლისეო ალფონსო პერესი.“ 13 438

0:1 ოკამპოსი (43), 0:2 ფერნანდო (67), 0:3 კუნდე (75)

ხეტაფე: სორია, ოლივერა, ჩემა, ჯენე, სუარესი, კუკურელია, მაკსიმოვიჩი, ეტებო (არამბარი 58), ნიომი (კენედი 71), დეივერსონი (ანხელი 46), მოლინა

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

სევილია: ვაცლიკი (ბრუნუ 46), ნავასი, კუნდე, კარლოსი, რეგილონი, ფერნანდო (ტორესი 78), ხორდანი, გუდელი, სუსო (გომესი 72), ოკამპოსი, დე იონგი

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

მსაჯი: ხავიერ ფერნანდესი

გაფრთხილება: კუკურელია (31), ეტებო (34), ნიომი (35), მოლინა (59), ჯენე (62), ჩემა (86), მაკსიმოვიჩი (90+2); რეგილონი (35), კუნდე (56), ნავასი (90+3)

ოსასუნა - გრანადა 0:3

0:1, 0:2 მაჩისი (4, 28), 0:3 ფულკიე (41)

ალავესი - ბილბაო 2:1

0:1 გარსია (17), 1:1 პერესი (28 პენ), 2:1 ელი (90+1)

ვალიადოლიდი - ესპანიოლი 2:1

1:0 რამირესი (77), 2:0 გვარდიოლა (83), 2:1 ემბარბა (90+3 პენ)

გაძევება: ლოპესი (25 ესპანიოლი)

0.139248