ფეხბურთი

14:18 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსმა" ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრების შემტევი დაიმატა

ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრების და "სანტოსის" 19 წლის ფეხბურთელი ანტონი მათეუს დოს სანტოსი მომავალი სეზონიდან ამსტერდამის "აიაქსის" ღირსებას" დაიცავს.

როგორც ჰოლანდიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელი გუნდს 2020 წლის პირველი ივლისიდან შეუერთდება და კლუბში 2025 წლამდე დარჩება. ტრანსფერის სანაცვლოდ ბრაზილიელებმა 15,75 მილიონი ევრო მიიღო და შესაძლოა ბონუსების სახით დამატებით 6 მილიონი მიიღონ.

ანტონი "სან პაულოს" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2019 წლიდან ასპარეზობს. მას შემდეგ ბრაზილიელმა 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრებში ანტონიმ ცხრა შეხვედრა ჩაატარა და თავი ორი გოლით გამოიჩინა.

0.115166