იტალიის ეროვნული ნაკრების და "მილანის" მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ "ფიორენტინასთან" ფრედ დასრულებულ იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურში ტრავმა მიიღო და მოედანი 52-ე წუთზე დატოვა. ჯერჯერობით ტრავმის სიმძიმის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
დონარუმა "როსონერის" პირველ გუნდში 2015 წლიდან ასპარეზობს. ჯანლუიჯმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 33 გოლი და ცხრა შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.





