ფეხბურთი

1:42 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "ჩვენი მიზანი სკუდეტოა, ჩემპიონთა ლიგა - ოცნება"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მისი გუნდის სეზონის მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ჯერ მხოლოდ ოცნებაა. სარის მიაჩნია, რომ ამ ტურნირზე ჩემპიონობა ძალიან რთულია, რადგან კონკურენცია ძალიან დიდია.

„ჩემპიონთა ლიგის მოგება? ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტოს მოგებაა, ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, კვლავ ოცნებად რჩება. ევროპული თამაშები ძალიან რთულია, იქ 10-12 გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. გამარჯვებისთვის კი, არამხოლოდ სიძლიერე, არამედ იღბალიც საჭიროა“, - აღნიშნა სარიმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსი“ მერვედფინალში ფრანგულ „ლიონს“ დაუპირისპირდება და პირველი მატჩი 26 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107519