ფეხბურთი

17:45 | 22.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ლივერპულს" ჰოლანდის დამატების შანსი არ ჰქონდა"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, „დორტმუნდის“ გარდა არცერთ გუნდს მისი შეძენა არ შეეძლო.

„ჰოლანდმა „დორტმუნდის“ სასარგებლოდ იდეალური არჩევანი გააკეთა. იგივე ითქმის ტაკუმი მინამინოზეც. „ბორუსიას“ თავდამსხმელი სჭირდებოდა. ყველა ადანაშაულებს „მანჩესტერს“, რომ ვერ იყიდა, მაგრამ მისი გაფორმება არავის შეეძლო. ჰოლანდს უნდოდა ისეთ გუნდში გადასვლა, სადაც სათამაშო პრაქტიკას სწრაფადმიიღებდა. ამიტომ, მისი დამატება არავის შეეძლო, მიუხედავად იმისა ვინ რას ამბობს“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდში“ დეკემბერში გადავიდა და 7 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა.

0.113678