ფეხბურთი

10:22 | 22.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუს ბილიკი: "ბარსელონაში" საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ

კატალონიის „ბარსელონაში“ კრიზისი გრძელდება. როგორც ცნობილი გახდა, ხოსეპ ბართომეუსგან პოსტის დატოვებას დირექტორთა საბჭოს წევრები ითხოვენ.

As-ის ინფორმაციით, პარასკევს დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რისშედეგადაც ბართომეუს პოზიცია შესუსტდა. „ბარსას“ ორი ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი კარდონერი და ემილი რუასაუდი ითხოვენ, რომ ბართომეუმ პოსტი დატოვოს და საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს.

ვინაიდან ეს არაოფიციალური შეხვედრა იყო ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამიტომ, სავარაუდოდ მომდევნო შეხვედრა ხუთშაბათს ჩაინიშნება „ნაპოლისთან“ და „რეალთან“ მატჩებს შორის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120442