ფეხბურთი

21:16 | 21.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის 1/16-ფინალური მატჩების შემდეგ სიმბოლური ნაკრები დაასახელა. კვირის საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფრანკფურტის "აინტრახტს" ყავს. სიმბოლურშია "ვულვზის" პორტუგალიელი თავდამსხმელი დიეგო ჟოტა, რომელიც ასევე კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: პაუ ლოპესი ("რომა")

მცველები: მატიას ოლივერა ("ხეტაფე"), სებასტიან კოატესი ("სპორტინგი"), დიეგო გოდინი ("ინტერი"), ალმამი ტურე ("აინტრახტი");

ნახევარმცველები: დიაჩი კამადა ("აინტრახტი"), იანის ჰაჯი ("რეინჯერსი"), რუბენ ნევეში ("ვულვზი");

თავდამსხმელები: ფილიპ კოსტიჩი ("აინტრახტი"), ლუსიანო ვიეტო ("სპორტინგი"), დიეგო იოტა ("ვულვზი");

0.114864