ფეხბურთი

16:16 | 21.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

შანსი სხვა გუნდებს: ჰოლანდის კონტრაქტში არსებული პუნქტი

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლნდი მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაშია და გერმანულ გუნდსაც იდეალურად მოერგო.

19 წლის ნორვეგიელისადმი ცხადია ინტერესი ყოველი გატანილი გოლის შემდეგ იზრდება და მისი ფასიც მატულობს. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, კონტრაქტში საინტერესო პუნქტი დევს.

2022 წელს ნებისმიერ მსურველ გუნდს შეუძლია ჰოლანდის შეძენა 75 მილიონ ევროდ, რაც თანამედროვე სატრანსფერო ფასებიდან გამომდინარე მართლაც არაა ბევრი. მითუფრო ჰოლანდის შემთხვევაში, რომელიც მოედნიდან უგოლოდ არ გადის.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდში“ ახალგაზრდა ნორვეგიელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 7 მატჩში 11 გოლის გატანა მოასწრო.

0.112509