ისტორია

9:52 | 21.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

21 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1974 – დაიბადა ივან კამპო. ესპანეთის ნაკრების, “ვალიადოლიდის,” “ვალენსიას,” მადრიდის “რეალის,” “ბოლტონ უონდერერზის” ფეხბურთელი. “რეალთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1904 - აშშ-ში სათხილამურო სპორტის ეროვნული ასოციაცია დაარსდა.

1893 - დაარსდა არგენტინის საფეხბურთო ფედერაცია.

1926 - “მანჩესტერ სიტიმ” თავისი არსებობის განმავლობაში, ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი იწვნია. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის გათამაშების მეხუთე რაუნდის მატჩში “მეინ როუდელები” ლონდონში “კრისტალ პალასთან” 4:11 დამარცხდნენ.

1947 - უიპერ ბილი უოტსონმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის ბილ ლონგსონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1952 - დიკ ბატონმა, ციგურებით ფიგურულ მოსრიალეთა შორის, პირველმა შეასრულა სამმაგი ბრუნის ხტომა.

1953 - აშშ-ის კოლეჯების საკალათბურთო პირველობაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩატარდა. ნიაგარას კოლეჯმა სიენისას მეექვსე ოვერტაიმში სძლია (88:81).

1968 - ბეისბოლისტთა ეროვნული ასოციაციის გადაწყვეტილებით, მოთამაშის მინიმალური წლიური ხელფასი, 10 ათასი დოლარი უნდა ყოფილიყო.

1973 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა, “ჩიკაგო ბლექ ჰოუქსმა,” რეგულარული პირველობის 262-ე მატჩი ჩაატარა “მშრალად”.

1978 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, სლოვენიის ლუბლიანის საფეხბურთო კლუბ “ოლიმპიას” 3:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები დავით ყიფიანმა (2) და რევაზ ჩელებაძემ გაიტანეს. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გოგია (გაბელია), ხიზანიშვილი, კანთელაძე (დურდიანიძე), ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია (ქორიძე), მ. მაჩაიძე, კოპალეიშვილი (ბაზაზაშვილი), გუცაევი (შენგელია), ყიფიანი, ჩელებაძე.

გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1980 - ამერიკელმა მოციგურავე ერიკ ჰეიდენმა 1500 მეტრზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:55.44).

1980 - ჰანი ვენცელი პირველი ლიხტენშტეინელი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.

1983 - დონალდ დევისმა საფინალო ნიშნულისკენ ზურგით ერთი მილის მანძილზე სირბილში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6 წუთი და 7,1 წამი).

  1. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების, “დეტროიტ პისტონზისა” და “ატლანტა ჰოუკსის” მატჩს 44970 მაყურებელი დაესწრო.

1986 - თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების მიზნით, ლესელიძეში ჩეხოსლოვაკიის საფეხბურთო კლუბ “რუდა გვეზდასთან” 0:0 ითამაშა. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ბალაძე (მეშკოვი), მიქაბერიძე, ცვეიბა, ელოევი, კუდინოვი, კაკილაშვილი, მახარაძე, გოგრიჭიანი, გურული, ჩელებაძე, შენგელია.მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი.

1986 - ამერიკელი ჩოგბურთელი ჯიმი კონორსი არასპორტული საქციელისათვის 20 ათასი დოლარით დააჯარიმეს და 10 კვირიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

1986 - “მილანის” სათავეში სილვიო ბერლუსკონი მივიდა.

1988 - თბილისის “დინამომ” ალჟირული ტურნეს მესამე მატჩში, ჰამრაში ადგილობრივ გუნდს 7:0 მოუგო. გოლები თემურ ქეცბაიამ (3), რამაზ შენგელიამ (2), მამუკა ფანცულაიამ და გოჩა ტყებუჩავამ გაიტანეს. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია (ჭანტურია), ფირცხალავა, ცვეიბა (მიქაბერიძე), ჭედია, ფანცულაია, ტყებუჩავა, სვანაძე, სულაქველიძე, ქეცბაია, გურული (მ. ჯიშკარიანი), შენგელია. მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი.

1988 - შვედმა მოციგურავე გუსტაფსონმა 10 კმ-ზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (13:48.20).

1992 - იაპონელი კრისტი იამაგუჩი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ციგურებით ფიგურულ სრიალში.

1993 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” რიგით 43-ე მატჩში, დასავლეთმა აღმოსავლეთს ოვერტაიმში 135:132 მოუგო. შეხვედრა სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართა.

1993 - სერგეი ბუბკამ დარბაზში სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6,15 მ).

1995 - ამერიკელმა სტივ ფოსეტმა პირველად მოახერხა საჰაერო ბურთით წყნარი ოკეანის გადაფრენა.

1999 - ავსტრალიელმა ადრიან ფინჩმა არაქისი 34 მეტრსა და 11 სანტიმეტრზე ტყორცნა.

  1. საკუთარ მოედანზე “ნუმანსიასთან” განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ, “ალბასეტეს” მთავარი მწვრთნელი, ხოსე გონსალესი თანამდებობიდან გადააყენეს.

2005 - კოლორადოს ქალაქ დენვერში, ნბა-ის “ყველა ვარსკვლავის” მატჩი შედგა, რომელშიც აღმოსავლეთის გუნდმა დასავლეთ კონფერენციის ნაკრები 125:115 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის ყველაზე შედეგიანი ალენ აივერსონი და ჯერმენ ო’ნილი იყვნენ (15-15 ქულით). შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კი, დასავლეთელი რეი ალენი აღმოჩნდა (17 ქულა). პაექრობის საუკეთესო მოთამაშედ ალენ აივერსონი აღიარეს. მან ზემოთ ხსენებულ 15 ქულას, 9 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრაც მიუმატა.

2005 - ქართველმა ნახევარმცველმა, ჯაბა კანკავამ ვლადიკავკაზის “ალანიასთან” გააფორმა კონტრაქტი.

2006 - ტურინში გამართულ ზამთრის ოლიმპიადაზე, ყინულზე ქართველმა ფიგურულმა მოსრიალე, ელენე გედევანიშვილმა მოკლე პროგრამაში ასპარეზობის შემდეგ, მეექვსე ადგილი დაიკავა და დასკვნით ექვსეულში სრიალის უფლება მოიპოვა.

2007 - უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონა” “ლივერპულთან” დამარცხდა (1:2), ხოლო ფრედ დასრულდა “ინტერისა” და “ვალენსიას” (2:2), “რომასა” და “ლიონის” (0:0) და “პორტუსა” და “ჩელსის” (1:1) პაექრობები.

2008 - კლაუს ტოპმიოლერმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

2010 - ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ქალ ბიატლონისტთა შორის პირველობა გერმანელმა მაგდალენა ნოიერმა მოიპოვა. ეს მისი მესამე ოლიმპიური მედალი გახლავთ, რომელთაგან 2 ოქროსია.

2010 - კალათბურთში ესპანეთის თასის ფინალში “ბარსელონამ” მადრიდის “რეალს” ბილბაოში 80:61 მოუგო და 21-დ მოიპოვა ქვეყნის თასი.

დღეს დაიბადნენ

1903 - ტომას უოკლი. ბეისბოლის ეროვნული ლიგის კლუბ “ბოსტონ რედ ჰოქსის” მფლობელი.

1915 - გოდფრი ბრაუნი. დიდი ბრიტანელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1936 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1925 - ჯეკ რამსეი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მწვრთნელი. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტი. მან რამდენიმე გუნდს მოაპოვებინა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა და ნბა-ს მწვრთნელთა შორის, ყველაზე მეტი გამარჯვების მოპოვებათა რაოდენობით მეორე ადგილზეა. რამსეი 1992 წელს საკალათბურთო “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1937 - რონ კლარკი. ავსტრალიელი მძლეოსანი. სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში დამყარებული აქვს მსოფლიოს 19 რეკორდი.

1954 - ივო ვან დამი. ბელგიელი მძლეოსანი. 800 და 1500 მეტრზე სირბილში 1976 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1961 - იობეს ონდიეკი. კენიელი სტაიერი. პირველი მორბენალი, რომელმაც 10 კმ-ის გარბენა 27 წუთზე ნაკლებ დროში შეძლო.

1964 - მარიონ კლონიე. ფრანგი ველოსიპედისტი ქალი. 2000 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1967 - პატრიკ ლოდევეიკი. ჰოლანდიის ნაკრების პსვ-სა და “გრონინგენის” ფეხბურთელი.

1969 - პეტრა კრონენბერგი. ავსტრიელი სამთო მოთხილამურე. 1992 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1973 - პაულო რინკი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ლევერკუზენის “ბაიერის” ფეხბურთელი. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

1974 - ივან კამპო. ესპანეთის ნაკრების, “ვალიადოლიდის,” “ვალენსიას,” მადრიდის “რეალის,” “ბოლტონ უონდერერზის” ფეხბურთელი. “რეალთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.

1974 - ამირან მუჯირი. საქართველოს ნაკრების, ბათუმისა და თბილისის “დინამოს,” ბულგარული “მარეკისა” და ცსკა-ს, ბერძნული “კალითეას,” კვიპროსის ფამაგუსტას “ანორთოსისის” ფორვარდი. ბათუმელთა რიგებში ასპარეზობისას მოგებული აქვს საქართველოს ეროვნული თასი, ხოლო თბილისის “დინამოსა” და სოფიის ცსკა-ში გამოსვლისას, შესაბამისად, საქართველოსა და ბულგარეთის ჩემპიონობა. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს ერთი მატჩი.

1975 - სკოტ მილერი. ავსტრიელი მოცურავე. 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1976 - რაიან სმიტი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ედმონტონ ოილერზის” ფორვარდი.

1978 - სტივ ფრენსისი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ორლანდო მეჯიქის” გამთამაშებელი (190 სმ).

1980 - რომან ახალკაცი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების, ქუთაისის “ტორპედოს,” მოსკოვის “ლოკომოტივისა” და აზერბაიჯანის ევლახის “ქარვანის” ფეხბურთელი.

1980 - ლევან კორღალიძე. საქართველოს ნაკრების, თბილისის “არსენალის”, რიგის “სკონტოს”, კიშინიოვის “დაჩიას” ნახევარმცველი. ლატვიის ექვსგზის ჩემპიონი. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს სამი მატჩი.

1988 - ბექა გოცირიძე. საქართველოს ნაკრების, თბილისისამერის”, “ზესტაფონის”, დნეპროპეტროვსკისდნიპროს”, კრივოი როგისკრივბასისფორვარდი. საქართველოს ნაკრებშიჩაატარა11 მატჩი, გაიტანა 2გოლი.

დღეს გარდაიცვალნენ

1945 - 43 წლის ასაკში გარდაიცვალა ერიკ ლიდელი. შოტლანდიელი მძლეოსანი, 1924 წლის ოლიმპიური ჩემპიონი რბენაში.

1960 - ჯეკ ჰასბენდი. საფეხბურთო არბიტრი. გარდაიცვალა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მეხუთე რაუნდის მატჩის შესვენებისას, რომელშიც ერთმანეთს “ლესტერ სიტი” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” ხვდებოდნენ.

1969 - ჯოს დე კაპრილესი. მექსიკაში დაბადებული ამერიკელი მოფარიკავე. ოლიმპიური ჩემპიონი.

1976 - ფლორენს ბოლარდი. მეკლდეური. გარდაიცვალა 32 წლის ასაკში.

2005 - ომარ სივორი. ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი. გარდაიცვალა 69 წლის ასაკში.

0.113437