ფეხბურთი

0:21 | 21.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" ქომაგებმა "ხეტაფეს" ფეხბურთელს სანთებელა ესროლეს (+VIDEO)

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში „ხეტაფემ“ „აიაქსს“ უმასპინძლა და პირველი ტაიმის მიწურულს შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.

ესპანელები დეივერსონმა დააწინაურა, რომელმაც გოლი საკმაოდ პროვკაციულად აღნიშნა - ამსტერდამელი ქომაგების სექტორთან მივიდა და მათ ბარძაყი აჩვენა. სწორედ ამ დროს ტრიბუნიდან სანთებელა ესროლეს, რომელიც ბრაზილიელს მოხვდა. თუმცა, მოხვედრიდან რამდენიმე წამში ჰქონდა რეაქცია და ძირს დაეცა.

შედეგად, მსაჯმა შეხვედრა შეწყვიტა და დელეგატმა მომხდარი ინციდენტი ჩაინიშნა. მატჩი მალევე განახლდა და „ხეტაფემ“ „აიაქსი“ 2:0 დაამარცხა, რითაც შემდეგი ეტაპისკენ სოლიდური ნაბიჯი გადადგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119335