ფეხბურთი

22:08 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "ვფიქრობ ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა"

არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ Mundo Deportivo-თან საუბრისას განაცხადა, რომ ნეიმარს შესაძლოა დაბრუნება სურს და მოხარული იქნება მისი კვლავ "ბარსელონაში" ხილვით.

"ნეიმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი დაბრუნებას ვისურვებდი. იგი ძალიან მხიარული იყო როგორც მოედანზე ისე მის გარეთ. ვხვდები გულშემატკივრების განწყობასაც და მისი წასვლაც მაწუხებს, რადგან ყველაფერი ვცადეთ რათა დაგვერწმუნებინა არ წასულიყო. ვფიქრობ, ნეიმარს მართლა უნდა დაბრუნება. წუხს ამის გამო და წინა წელს სცადა კიდევ დაბრუნება." - განაცხადა მესიმ.

2017 წელს ნეიმარი პსჟ-ში გადავიდა და ფრანგებმა სარეკორდ თანხა 222 მილიონი ევრო გადაიხადეს. მას შემდეგ ბრაზილიელმა პსჟ-ს მაისურით 77 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 67 გოლი და 39 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.120312