ფეხბურთი

17:34 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: "ბარსელონა" მიყვარს, წასვლა არასდროს მიფიქრია"

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ Mundo Deportivo-სთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ კატალონიაში თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს.

არგენტინელის თქმით, იქამდე, სანამ კლუბში მისი ყოლის სურვილი ექნებათ, თავად არ ფიქრობს გუნდის შეცვლას, რადგან „ბარსელონაზე“ შეყვარებულია.

„ბარსელონა“ მიყვარს, ეს ჩემი სახლია. სანამ კლუბს და გულშემატკივარს ვენდომები, მანამდე არანაირი პრობლემა არ იქნება. მინდა აქ დარჩენა, კიდევ ერთხელ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგება. ბევრჯერ შემეძლო გუნდის დატოვება, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მზად იყვნენ გამოსასყიდი თანხის გადასახდელად, მაგრამ მე წასვლაზე არასდროს მიფიქრია.

ბარსელონაში ძალიან კარგად ვცხოვრობ, მიყვარს აქაურობა, მიუხედავად იმისა, რომ როსარიო ძალიან მენატრება. ეს ჩემი სახლია, უფრო დიდი ხანია აქ ვიმყოფები, ვიდრე არგენტინაში. შეყვარებული ვარ ადგილზე, სადაც ვცხოვრობ და ჩემი ცხოვრება ძალიან მომწონს.

თავს ისევ ძალიან კარგად ვგრძნობ, უფრო უკეთ, ვიდრე გასულ წლებში. ბევრი გოლი არ გამაქვს, მაგრამ ფიზიკური თვალსაზრისით ძალიან კარგად ვარ. 40 წლამდე თამაში? ვნახოთ, ვნახოთ...

სოციალური ქსელების სკანდალი „ბარსელონაში“? ამან ცოტათი გამაკვირვა. აქ არ ვიყავი და როდესაც დავბრუნდი ყველაფერი გავიგე. პრეზიდენტმა იგივე თქვა საჯაროდ, პრესკონფერენციაზე. მან აგვიხსნა ვითარება და ვერაფერს დავამატებ. სიმართლე ისაა, რომ უცნარია ასეთი რაღაც რომ მოხდა. უნდა დაველოდოთ და გავიგებთ მართალია თუ არა. ბევრის თქმა არ შემიძლია, უბრალოდ უნდა გავიგოთ რა მოხდა. ეს ყველაფერი ჩემთვის მართლაც უცნაურად ჩანს.

აბიდალთან პოლემიკა? ვუპასუხე, რადგან შეტევა ჩვენზე იყო. გასახდელში ბევრ რამ არის ნათქვამი, მაგრამ მწვრთნელის სამსახურიდან გაშვება ფეხბურთელების დამსახურებით, ეს სიგიჟეა. აბიდალი არის ტექნიკური დირექტორი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს.

ლაუტარო მარტინესი? ძალიან სანახაობრივი ფეხბურთელია, შთამბეჭდავი, დიდი მოთამაშე გახდება და ეს უკვე აჩვენა. ერთ-ერთზე თამაშში ძალიან მაგარია, ბევრ გოლს იტანს, საჯარიმოში კარგად მოძრაობს. ხარისხიანი, სრულყოფილი ფეხბურთელია. სუარესთან ბევრი რამ აქვს საერთო. ლუისს შეუძლია მას ადაპტაციაში დაეხმაროს, ერთად თამაში? ყველას ვუსურვებ, რომ აქ მოვიდეს და ყველა ტიტულის მოგება ვცადოთ.

მომეწონება თუ ნეიმარი დაბრუნდება. ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია. მხიარული ადამიანი, ყოველთვის ბედნიერი, რომელიც ერთობა როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ჩვენ ვცადეთ, რომ დარჩენაში დაგვერწმუნებინა, ნორმალურია, რომ ის გზა, რომლითაც დაგვტოვა სასიამოვნო არ იყო. მას დაბრუნების ნამდვილად დიდი სურვილი აქვს.

რონალდუს გოლების სერია? ნორმალურია, რომ აგრძელებს გოლების სერიას, მტაცებლური თავდამსხმელია, უყვარს გოლების გატანა, გააქვს ყოველჯერზე, როდესაც თამაშობს. როგორც თავდამსხმელს, ბევრი თვისება აქვს, მინიმალურ შანსსაც იყენებს. ერთად რომ ვთამაშობდით პასს თუ მივცემდი გოლებისთვის? საბოლოოდ კი.

„რეალმა“ რონალდუს გარეშე ბევრი გოლი დაკარგა. აშკარა იყო, რომ ეს მოხდებოდა. არამხოლოდ გოლები, არამედ კრიშტიანუს მრავალი სხვა რამ მოაქვს. თუ გუნდი კარგავს ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც სეზონში 50 გოლი გააქვს, ეს შესამჩნევი ხდება. მადრიდში დიდი ფეხბურთელები არიან, მაგრამ კრიშტიანუ სეზონში 50 გოლს იტანდა.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი მთავარი კონკურენტები "ლივერპული", პსჟ,"იუვენტუსი" და "რეალი" არიან. ვფიქრობ, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სწორედ ამ გუნდებს აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულმა" და პარიზელებმა პირველი მატჩები წააგეს.

„ნაპოლისთან“ მატჩი? დიდი ხანი მინდოდა ამ სტადიონზე თამაში, მაგრამ ეს აქამდე არასდროს მომხდარა. საბოლოოდ, ეს მომენტიც დადგა და ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი ნეაპოლიტანელთა გიჟური სიყვარული ფეხბურთისადმი. მე მყავდა თანაგუნდელები, რომლებიც იქ თამაშობდნენ, მაგალითად პოჩო ლავეცი და მან ბევრი რამ მითხრა, რაც იქ ხდებოდა. ამიტომ დიდი ენთუზიაზმით ველოდები თამაშს“, - განაცხადა მესიმ.

0.112003