კატალონიის „ბარსელონამ“ დანიის ნაკრების თავდამსხმელი მარტინ ბრაითვაითი დაიმატა. „ბლაუგრანამ“ ეს ცნობა ოფიციალურად დაადასტურა.
სკანდინავიელის სანაცვლოდ „ლეგანესმა“ 18 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო „ბარსამ“ ფეხბურთელს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუფორმა.
მიმდინარე სეზონშ ბრაითვაითმა ლა ლიგაში 6 გოლი გაიტანა. „ბარსამ“ დანიელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ნებართვით დაიმატა, რადგან თავდასხმაში სერიოზული პრობლემები შეექმნა. თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება სკანდიენავიელს არ ექნება.