ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შეშფოთებულია გუნდში არსებული ტრავმების ეპიდემიით. პორტუგალიელმა „ლაიფციგთან“ (0:1) წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.
„ნამდვილი „ტოტენჰემი“ ბოლო 20 წუთი ვნახეთ? გთხოვთ, გთხოვთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ბიჭების მადლიერი უნდა ვიყოთ. ტრავმის შემდეგ ლამელა პირდაპირ მოედანზე დაბრუნდა, ეს ჩვენი გუნდია, ფანტასტიკური ჯგუფი, მაგრამ მეორეს მხრივ ვხედავთ რა პრობლემები გვაქვს ამ ეტაპზე.
პირველი ჩვენ რომ გაგვეტანა, სხვა თამაში იქნებოდა, არ გაგვიმართლა, შესანიშნავი მეკარე გვყავს და ვცადეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.
ეს შედეგი არ მაშინებს, შეშთოფებული ვარ იმის გამო, რომ არ ვიცი რამდენი ფეხბურთელი მეყოლება შემდეგ მატჩებში, ნამდვილად ძალიან ცოტა. ლუკასი დაღლილია, ლო სელსოც, ესაა ჩვენი მდგომარეობა, ბევრი პრობლემა გვაქვს. მხოლოდ ამ თამაშში რომ ყოფილიყო, არაუშავს, მაგრამ სათამაშო გვაქვს პრემიერლიგასა და ასოციაციის თასზე“, - აღნიშნა მოურინიომ.
შეგახსენებთ, „ლაიფციგისა“ და „ტოტენჰემის“ საპასუხო მატჩი გერმანიაში 10 მარტს გაიმართება.